შპს "სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი" დაარსდა 2003 წლის 24 სექტემბერს. არსებობის ათწლიანი პერიოდის განმავლობაში  არბიტრაჟის მიერ განხილული იქნა 3500-ზე მეტი სამოქალაქო დავა, საიდანაც საერთო სასამართლოებში გასაჩივრებული იქნა მხოლოდ ათამდე გადაწყვეტილება, რომელთა ნაწილზეც უკვე დასრულებულია სასამართლო წარმოება და ისინი დატოვებული იქნა ძალაში, ხოლო გაუქმებულია მხოლოდ 2 გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ასეთ მცირე რაოდენობას პირველ რიგში განაპირობებს ის უპირატესობანი, რომლებიც არბიტრაჟის წესით დავათა განხილვას ახასიათებს. კერძოდ ის გარემოება, რომ არბიტრაჟში საქმე განიხილება მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრების უშუალო მონაწილეობით და სამართალწარმოების ძირითადი პრინციპების: მხარეთა თანაბარუფლებიანობის, შეჯიბრებითობის და კანონის წინაშე პირთა თანასწორობის საფუძველზე. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არბიტრაჟში განხილულ საქმეთა დაახლოებით ნახევარი სრულდება მხარეთა მორიგებით, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი თავად არბიტრაჟს და საქმის განმხილველ არბიტრებს მიუძღვით, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობასაც პროფესიონალი იურისტები და სამოქალაქო სამართლის სფეროში კვალიფიციური ადვოკატები წარმოადგენენ.

     შპს "სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი" სარგებლობს ისეთი საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაციების ნდობით როგორიცაა: ს/ს "ბითიეი ბანკი", ს/ს "პრივატბანკი" მიკროსაფინანსო რგანიზაციები: "რიკო კრედიტი", "კრედო", „ენეტი“ და "თბილმიკროკრედიტი". სადაზღვევო კომპანია ''აი-სი-ჯგუფი'' და სხვები.

+995 32 37 32 51