მისამართი: ქ.თბილისი, დავით თავხელიძის ქუჩა №1, III სადარბაზო, ბინა 9 პ

ტელ/ფაქსი:   

 +995 (32) 235 29 28

 +995 (32) 293 03 30

        0 (790) 98 82 67

      კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების და სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელი ხდება მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მათ შორის არსებული ქონებრივი დავები გადაწყდეს სწრაფად, მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრების უშუალო მონაწილეობით და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით. ამავე დროს, საქმის განხილვისას დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა ძირითადი პრინციპი: მხარეთა თანაბარუფლებიანობა, შეჯიბრებითობა, კანონისა და სასამართლოს წინაშე პირთა თანასწორობა და სხვა.
       სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში საქმეები განიხილება "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის და მისი დებულების საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ემსახურება ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპების რეალიზაციას.

+995 32 37 32 51